გმირთა თასი – ქართველ, უკრაინელ და ამერიკელ ხალხთა ინიციატივა

September 8, 2025

უკვე მესამე წელია აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატში, ქართველ, უკრაინელ და ამერიკელ ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავების, იდენტობის შენარჩუნების და გმირების ხსოვნის მიზნით, საფეხბურთო ტურნირი იმართება.

მათ შორის წელს, 30-31 აგვიტოს, საფეხბურთო ტურნირი გაიმართა და მონაწილეობა მიიღო 15 გუნდმა, მათ შორის – ქართულმა გუნდებმა ნიუ ჯერსიდან, ნიუ იორკიდან, მასაჩუსეტსიდან, ვირჯინიიდან, მაიამიდან, ფილადელფიიდან და ნორს კაროლინადან, ასევე ამერიკულმა და უკრაინული დიასპორის გუნდებმა.

ღონისძიების ორგანიზატორი Veterans Charitable Foundation (VCF) ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდი და თანა ორგანიზატორი, ქართული საფეხბურთო კლუბი Wit Georgia FC-ია. 

ღონისძიებაზე, სლოგანით „ფეხბურთი როგორც სამშობლო“, გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო შეხვედრა. მწერალმა დათო ტურაშვილმა წაიკითხა ლექცია და წარადგინა ახალი წიგნი, ხოლო Georgian Association-ის პრეზიდენტმა, სალომე წერეთელი-სტეფენსმა, და ჰარვარდის დევისის კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა, პროფესორმა ნათია ჭანკვეტაძემ, ისაუბრეს ქართული დიასპორის კვლევებსა და მიმდინარე პროექტებზე. ღონისძიება დასრულდა დისკუსიით თემაზე „ჩვენი თამაში, ჩვენი წარმატება“.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გეგმავენ საფეხბურთო ტურნირები სამომავლოდაც ჩაატარონ.