ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკის მუნიციპალიტეტში ერთი წლის წინ გოგონათა საფეხბურთო გუნდი “ეძანი” ჩამოყალიბდა. დღეს გუნდი 22, უკვე პროფესიონალი ფეხბურთელისგან შედგება. Წალკის მსგავსად, გუნდიც ეთნიკურად მრავალფეროვანია.
Უკვე ერთი წელია წალკის ცენტრალურ მოედანზე ამინდის და დისტანციის მიუხედავად გოგონები სოფელ ავრანლოდან, გუმბათიდან, თაქილიდან, თრიალეთიდან და ახალშენიდან სავარჯიშდ სისტემატურად დადიან.
Წალკის პირველ გოგონათა გუნდის მწვრთნელები გია ფუტკარაძე და ალექსანდრე შავაძე კვირაში 4-ჯერ ავარჯიშებენ.
Გვეუბნებიან, რომ გოგონების პროფესიული არჩევანი ოჯახების მიერ მხარდაჭერილია.
15 მაისს ქალთა ეროვნულ ლიგა 2-ში წალკის გოგონათა საფეხნბურთო გუნდის დებიუტი შედგა. გასვლითი მატჩი საჩხერეში ჩატარდა. დამარცხების მიუხედავად „ეძანი“-ს დამფუძნებელი და მწვრთნელი გია ფუტკარაძე გოგონების თამაშით კმაყოფილია.
Გუნდის მწვრთნელი გვეუბნება, რომ წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში გოგონათა საფეხბურთო გუნდს მოსახლეობისგან დიდი მხარდაჭერა აქვს. მათი მიზანია უმაღლეს ლიგაში იასპარეზონ.