“სოფელ ყაურმაში ჩატარდება მოსახლეობის საყოველთაო თერმოსკრინინგი, ასევე მიზანმიმართული ტესტირება იმ ადამიანების, რომლებიც ეპიდ რისკების ქვეშ იქნებიან. არ ველით რაიმე სახის “საოცარ” გამოვლინებებს. მას დაავადება გადატანილი აქვს უკვე.”
ეს კომენტარი გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ ჩართვაში გააკეთა. მისი თქმით, ყველა ახლო კონტაქტი გამოკვლეულია და მიმდინარეობს მონიტორინგი.
ჩვენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს, ანივარდ მოსოიანს დავუკავშირდით. იგი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობას თერმოსკრინინგი კვირას ჩაუტარდებათ.
„მთელ სოფელს თერმოსკრინინგი კვირას ჩაუტრდება. სოფელი ჩაკეტილი არ არის, თუმცა მოსახლეობა თვითიზოლაციაშია,“ – ამბობს მოსოიანი.
შეგახსენებთ, რომ გუდაურის საკარანტინო სივრციდან, ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრები მამაკაცი 14 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ 31 მაისს, ერთი დადებითი და მეორე სუსტად დადებითი ანალიზის პასუხის საფუძველზე სახლში გაუშვეს.
ავტორები: მიშო დარბაიძე, სედა სარქისიანი