დააკავეს, “ფორმულას” ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი – “ფორმულა”

October 20, 2025

დააკავეს, “ფორმულას” ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი. მიზეზი, სავარაუდოდ აქციაში მონაწილეობაა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. 

მანამდე, ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ “მასთანაც მივიდნენ”

„ფორმულა“ ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა.

მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას, ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, „ფორმულა“ განაგრძობს თავისუფალი სიტყვის დაცვას,“ – ნათქვამია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რა მუხლით დააკავეს ციცქიშვილი? – შსს-დან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. 

აქვე გეტყვით, რომ გუშინ დააკავეს და გზის გადაკეტვის მიზეზით, 6 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, “ფორმულას” კიდევ ერთ წამყვანს, ვახო სანაიას. 

ვახო სანაიას 6 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს – მას 30-ზე მეტი მედიასაშუალება სოლიდარობას უცხადებს