დაბინძურებული და ტალახიანი წყალი მოდიოდა დღეს ახალციხეში, ისტორიული რაბათის დასახლებაში. ვიდეო და ფოტო მასალას ადგილობრივები გვაწვდიან და ამბობენ, რომ დილით სასმელი წყალი ფაქტობრივად ვერ გამოიყენეს.
“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” ამბობენ, რომ მიმდინარეობდა რეზერვუარის რეცხვა და დეზინფექცია, რის გამოც მოსახლეობას ტალახიანი წყალი მიეწოდათ.
კომპანიაში ირწმუნებიან, რომ აღნიშნულზე მოსახლეობაში წინასწარ შეტყობინებები გაუგზავნეს.
ეს სწორედ ის დასახლებაა, სადაც მოსახლეობას წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდებათ. ადგილობრივების თქმით, უკვე წლებია წყალი დილით 8-10 მდე ხოლო საღამოს 6-8 საათამდე მიეწოდებათ.
როდის მიწოდება რაბათის დასახლებას 24 საათიანი სასმელი წყალი ? – თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.