ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი გადახადა, დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები და დააზიანა ხეები. ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი გვეუბნება, რომ ძლიერმა ქარმა 2 საცხოვრებელი სახლის და ერთი ადმინისტრაციული შენობის სახურავი დააზიანა.
მისივე თქმით, ზარალი შეისწავლეს და სახლის მესაკუთრეებს სახურავის შესაკეთებლად თანხას მისცემენ.
“ჩვენმა კომისიამ განიხილა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაზარალებულებს თანხას გამოვუყოფთ სახლების შესაკეთებლად,” – გვეუბნება მერი.
ძლიერი ქარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 15 აპრილს იყო, ადგილობრივი რადიო “NOR”- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქარმა სახლს და ბეღელს სახურავი დააზიანა პატარა არაგიალში, სოფელ ეშტიაში ქარმა ელექტროგადამცემი ბოძი დააზიანა, რომელიც ახლა უკვე შეკეთებულია.