დაზიანებული, დაბინძურებული და მცირე ნაგავშემკრებად ქცეული სანიაღვრე არხები ვალეში

May 21, 2025

დაზიანებული, დაბინძურებული და მცირე ნაგავშემკრებად ქცეული სანიაღვრე არხები ქალაქ ვალეში უკვე წლებია მოწესრიგებას ელოდება – ვნახოთ სიუჟეტი

ტექსტი:

ახალციხის ქალაქ ვალეში მოსახლეობა ახალი სანიაღვრე არხების მოწყობას, ხოლო არსებულის დასუფთავებას და მოწესრიგებას ითხოვს. 

ვალის ცენტრალურ ქუჩაზე, რომლის სახელწოდება “სტალინის ქუჩა” ჯერ კიდევ საბჭოური ტოპონიმიკის გადმონაშთია, სანიაღვრე არხები ნარჩენებით ამოვსებულია, გვერდებზე ხავსი აქვს მოკიდებული და წყალი არხიდან გზაზე მიედინება. 

არხები, პარალელურად დროდადრო ითავსებს მცირე ნაგავშემკრების ფუნქციასაც. გარდა ფოთლების და ბალახებისა, აქ შეხვდებით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც. 

აპირებს თუ არა მერია გაითვალისწინოს მოსახლეობის მოთხოვნები და სანიაღვრეები მოაწესრიგოს? – დავუკავშირდით ახალციხის მერიას, მათგან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ა(ა)იპ “ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინებისთვის” 900 000-მდე ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის წლის მთავარი დოკუმენტის მიხედვით, ა(ა)იპს სასმელი და სარწყავი სისტემის მოწესრიგებასთან ერთად, სანიაღვრე არხების მოწყობა და რეაბილიტაციაც ევალება. 

და ბოლოს, გავიხსენოთ ახალციხის მერის მოადგილის, ვაჟა გაჩეჩილაძის განცხადება იმის შესახებ, თუ როგორია წესი, ვისი პრობლემაა და ვინ უნდა დაასუფთაოს სანიაღვრე არხები:

რა პრობლემების მოგვარება სურთ საყუნეთლებს