დაზიანებული სახურავები, დამტვრეული ფანჯრები – სეტყვის შედეგები ნინოწმინდაში

June 16, 2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ სახლის და დამხმარე ნაგებობების სახურავები დააზიანა, დაამტვრია ფანჯრის მინები, დააზიანა სავარგულები.

ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი გვეუბნება, რომ ამ დროისთვის მათთან 4 განცხადებაა შესული, სახურავების დაზიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც შესაბამისი კომისია შეისწავლის. 

მისივე თქმით, თუ პირს სეტყვამ ზარალი მიაყენა მერიას განცხადებით უნდა მიმართონ. 

ძლიერი სეტყვა ნინოწმინდაში 14 ივნისს მოხდა.