“დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი” – ყალბი დამკვირვებლები ადგილობრივ არჩევნებზე – EPDE/მითების დეტექტორი

October 16, 2025

საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს, 29 ყალბი დამკვირვებელი აკვირდებოდა, “იმისათის, რომ “ქართულ ოცნებას” დახმარებოდნენ, არჩევნების ლეგიტიმურობის ილუზიის შექმნაში,” – ამის შესახებ საუბარია “დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმის” (EPDE) ანგარიშში, რომელიც გუშინ, 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

ორგანზიაციაში მიუთიღთებენ, რომ “ყალბი დამკვირვებლები” ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან იყვნენ და მათი განცხადებები ერთმანეთთან კოორდინირებულად გამოიყურებოდა და ემყარებოდა საერთო პოლიტიკურ გზავნილებს:

  • არჩევნების ოფიციალური პროცესის მხარდაჭერა;
  • დასავლური ინსტიტუტებისა და მედიების კრიტიკის გადატანა;
  • მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ სასარგებლო ნარატივების გაძლიერება.

გარდა ამისა, “მითების დეტექტორმა” დღეს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც გაანალიზებულია თუ ვინ აკვირდებოდა რეალურად ადგილობრივ არჩევნებს, საერთაშორისო დამკვირვებლების ამპლუაში, მათ შორის იყვნენ დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი, კონსპიროლოგი, ანტიგლობალისტი და ა.შ 

საკითხთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოში ადგილობრივი არჩევნები, პროტესტის და ოპოზიციური პარტიების უმეტესობის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.