ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-7-ე დღეა რუსთავის საპატიმროში იმყოფება და მისი თანაპარტიელების თქმით ამდენივე დღეა შიმშილობს და გათავისუფლებამდე შეწყვეტას არც გეგმავს.
მთავრობაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებას არ აპირებენ და ესქპრეზიდენტი სრულად მოიხდის სასჯელს. ქართული ოცნების ლიდერები მის ექსტრადიციასაც გამორიცხავენ.
როგორ აფასებენ აღნიშნულს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ახალციხეში ? გთავაზობთ რამდენიმეს შეფასებას.
ექსპრემიერის გიორგი გახარიას პარტიის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორმა გვითხრა, რომ ამ ცირკში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და კომენტარი არ გააკეთა.