დასავლური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა – სემინარი აფხაზეთში მცხოვრები სტუდენტებისთვის

May 17, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები და გამოწვევები, ევროკავშირის და ნატოს შექმნისა და გაფართოების ისტორია, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ასოცირების ხელშეკრულებისა და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობა – ამ და სხვა საკითხებზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 30-მდე სტუდენტს ჰქონდა. 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, თამარ წულეისკირის თქმით, მათი ცენტრი პირველად შეხვდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სტუდენტებს. ამბობს, რომ ისინი მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, მათ შორის ისეთის, როგორიცაა ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია.

ქვეყანაში მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე აუცილებელია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკული და ევროპული ინტეგრაციის შესახებ, – ამბობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

__________________________________________________

პროექტს, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.