რა ეტაპზეა, სამცხე-ჯავახეთში სოფლებში გაზიფიცირების პროცესი, რომელიც გეგმის მიხედვით, 2025 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა საპროექტო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა, ამის გასარკვევად “გახარია საქართველოსთვის” სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი, მთავრობისთვის მიმართვას გეგმავს, – ამის შესახებ სოფიო ხორგუანმა დღეს, ბრიფინგი გამართა.
მისი ინფორმაციით, 2019 წელს სახელმწიფომ დაამტკიცა გეგმა, რისი მიხედვითაც იგეგმებოდა 223 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება. 2020 წელს შესული ცვლილების მიხედვით, დაიგეგმა დამატებით 384 უბნის გაზიფიცირება, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის მხარეში. პროექტის ვადა 2025 წელია, ხორგუანის თქმით, ამ ეტაპზე წესით საპროექტო სამუშაოები დაწყებული უნდა იყოს თუმცა – არაა.
რამდენი სოფელია გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი სამცხე-ჯავახეთში, იგეგმება თუ არა და როდის მათი გაზით მომარაგება და რა თანხაა გათვალისწინებული ამისთვის? – ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ოფიციალურ მითითებულ ნომერზე არავინ გვპასუხობს.
თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.