დეზინფორმაცია, მედიაწიგნიერება და მედეგობის გაძლიერება – შეხვედრა სტუდენტებთან

November 3, 2021

ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა ასაკის და სტატუსის ადამიანებთან გრძელდება. ამჯერად დეზინფორმაციის, მედიაწიგნიერებისა და მედეგობის გაძლიერების საკითხებზე ონლაინ სემინარი საქართველოს მასშტაბით, 115 სტუდენტს ჩაუტარდა.

სწავლებებს „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ძიძიშვილი უძღვებოდა, – ინფორმაციას საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, “ყურადღება გამახვილდა მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, რადგან მხოლოდ მედიაწიგნიერ და კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდებს აქვთ უნარი დაიცვან თავი დეზინფორმაციისაგან.”

__________________________________________________

პროექტს, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტო: mastsavlebeli.ge