დეზინფორმაცია როგორც ჰიბრიდული ომის იარაღი – შეხვედრა გარდაბანში 

October 17, 2024

დეზინფორმაცია ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელთან ბრძოლაც ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უფრო რთულდება, რადგან ხელოვნური ინტელექტით დამუშავებული ფოტო/ვიდეო მასალების, გაყალბებული სტატიების და სენსაციური სათაურების გარჩევა რეალობისგან არც თუ ისე იოლია. 

დეზინფორმაციის გამოკვლევასა და მასთან ბრძოლაზე როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა სამუშაო არ მცირდება. 

როგორ აღმოვაჩინოთ დეზინფორმაცია და რა დაფარული მიზანი დგას თითოეული ყალბი მასალის მიღმა – საკითხებზე სასაუბროდ ჩვენ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თბილწყაროს დასახლებას ვესტუმრეთ. 

სპიკერი აქტივისტი ინჰან გუსეინოვია, იგი შეკრებილებს ესაუბრება თუ რატომ ცდილობს რუსეთი საქართველოში გამიზნულად გაავრცელოს დეზინფორმაცია, რომელიც გათვლილია დაყოფისთვის და ეთნიკური თუ რელიგიური შუღლის წარმოქმნისთვის. 

იგი ასევე საუბრობს იმ პროექტებზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში სწორედ დეზინფორმაციის შემცირების და მედიაწიგნიერების ამაღლების კუთხით ახორციელებს. 

“სადაც ტყუილი მოკლდება და ფეხებიც უმოკლდება არის ადამიანების კრიტიციზმი და გონიერება,” – როგორ გავარჩიოთ რეალური ამბავი ყალბისგან, გვესაუბრება ნათია კუპრაშვილი, TOK TV-ს დამფუძნებელი და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი. 

შეხვედრა თბილწყაროში, რომელსაც 30-ზე მეტი ადგილობრივი ესწრებოდა, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გავმართეთ. 

ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტით.