ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის, მარტუნ მკოიანის მანქანა ააფეთქეს, ინფორმაციას გვიდასტურებს თავად ენზელ მკოიანი და ამბობს, რომ ეს ტერაქტია. „ტერაქტი იყო და პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან,“ – გვითხრა დეპუტატმა და ტელეფონი გათიშა.
ასევე, დღეს ენზელ მკოიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მისი მიმართულებით მუქარაზე საუბრობს.
„მე მივმართე გენერალურ პროკურატურას, რომ მიმდინარეობდა მუქარები ჩემი მიმართულებით. მეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკას მოვშორებოდი წინააღმდეგ შემთხვევაში ახლობელ ადამიანს მომიკლავდნენ. ზარი რუსული ნომრით იყო განხორციელებული,“ – ამბობს მკოიანი ვიდეოში.
შსს-ში TOK TV-ს განუცხადეს, რომ აფეთქებაზე მოკვლევა მიმდინარეობს.
ავტორები: მიშო დარბაიძე, სედა სარქისიანი