დერცელი, 1 580 მეტრზე განლაგებული სოფელი ადიგენში

December 10, 2024

დერცელი, 1 580 მეტრზე განლაგებული სოფელი ადიგენში, სადაც მისასვლელადაც, დაზიანებული გზის გამო დაახლოებით 8 კილომეტრიანი გზის გავლა დაახლოებით ორი საათი დაგჭირდებათ.

დერცელი, 1 580 მეტრზე განლაგებული სოფელი ადიგენში, სადაც გზა არასდროს დაუგიათ და სადაც მისასვლელადაც, დაახლოებით 8 კილომეტრიანი გზის გასავლელად, დაახლოებით 2 საათი დაგჭირდებათ აქ მისასვლელად ტყეში გაყვანილი დაახლოებით 8 კილომეტრიანი გზა, გასავლელად დაახლოებით 2 საათი დაგჭირდებათ.

დერცელი, მაღალმთიანი სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1 580 მეტრზე განლაგებულ დასახლებაში, საქსტატის 2014 წლის მონაცემებით 255 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი მიგრაციას განიცდის და როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ამისი ერთ-ერთი მიზეზი დაზიანებული და მოუწესრიგებელი გზაა, რადგან აქ ამოსვლა, განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში და ზამთრის დროს, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით არის შესაძლებელი.

დერცელი ადიგენის ცენტრისგან 17 კილომეტრით არის დაშორებული, თუმცა გზის უმეტესი ნაწილი დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს და დაახლოებით რვა კილომეტრის გასავლელად 2 საათამდე დროა საჭირო. როგორც აქ გვეუბნებიან, სოფელში მისასვლელ გზაზე არასდროს ყოფილა არც ასფალტი და არც ბეტონი დაგებული.

დაზიანებული გზების შესახებ ინფორმაცია აქვთ ადიგენის მერიაში, როგორც მერი გოჩა ქიმაძე გვეუბნება, საავტომობილო გზის სრულად დაგებას დაახლოებით სამი წელი დასჭირდება. მისივე თქმით, გეგმავენ 2025 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის გამოყოფას, რომლითაც 2-2,5 კილომეტრის დაგებას აპირებენ.

დერცელი, სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში გზის და ბუნებრივი აირის გარეშე. აქ მისასვლელად ტყეში გაყვანილი გზა უნდა გაიაროთ და დაახლოებით 8 კილომეტრის გასავლელად დაახლოებით 2 საათი დაგჭირდებათ.