დერცლის და ადიგენის რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეძენა იგეგმება – ტენდერი 

July 25, 2025

ადიგენის სოფელ დერცელთან  მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შესაძენად, ადიგენის მერია 35 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” ვებ გევრდზეა ხელმისაწვდომი. 

დერცელი, 1 580 მეტრზე განლაგებული სოფელი ადიგენში

სატენდერო დოკუმენტის მიხდვით, გამარჯვებულმა კომპანიამ საავტომობილო გზის და მასზე განლაგებული ხელოვნური ნაგებობების (კედელი, მილი, ხიდი, გზაგამტარი და სხვა) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 2 თვეში უნდა შეადგინოს. 

გარდა ამისა, მერია დაბა ადიგენში ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის, ვაჟა ფშაველას და თორნიკე ერისთავის ქუჩებზე არსებული საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეყიდვასაც აპირებს, რომლისთვისაც 10 000-ზე მეტი ლარია გათვალისწინებული. 

ტენდერები ორ ეტაპად არის გამოცხადებული. ამავე დოკუმენტების მიხედვით, დოკუმენტებისთვისთანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ამავე თემაზე: სოფელ დერცელთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმება – ტენდერი ადიგენში