ახალციხის N6 საჯარო სკოლა 27 აპრილამდე დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი სკოლის პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირებაა. ინფორმაციას გვიდასტურებს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ეკა დალალიშვილი.
“დღეიდან 27 აპრილამდე ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავედით. პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას ბინაზე გადის,“ – გვეუბნება დალალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში სამი საჯარო სკოლა და ოთხი კლასი სწავლას დისტანციურად აგრძელებს.
ახალციხეში 1 სკოლა, ადიგენში – 2 და ბორჯომში – ერთი სკოლის ოთხი კლასი. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სწავლა აუდიტორიულ რეჟიმში მიმდინარეობს.