დღეს პოლიციამ შეასრულა თავისი მოვალეობა და გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება – თალაკვაძე

February 23, 2021

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავება პოლიციამ გამჭვირვალედ განახორციელა და მომხდარი შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს რეაქციას.

მისივე თქმით, “პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას, კანონის მიმართ დაუმორჩილებლობას, ძალადობის წახალისებას, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, დასავლეთში, ისეთივე რეაქცია ექნება, როგორც საქართველოში, რადგან საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა. მე მივმართე ოპოზიციას და მასაც პირადად, რათა ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად გადაეხადა გირაო. დღეს პოლიციამ შეასრულა თავისი მოვალეობა და გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება, მელია წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე.”

ავტორი: მიშო დარბაიძე

Toktv.ge