ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის კიდევ 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 6 ნოემბრის მონაცემებით, რეგიონში სულ 625 კოვიდინფიცირებულია – ინფორმაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.
ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში გამოჯანმრთელებულია – 68 პაციენტი და გარდაცვლილია – 8.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული მაჩვენებელი – 2 775 გამოვლინდა, ასევე, რეკორდულად მაღალია გამოჯანმრთელებულთა ოდენობაც – 3 560, გარდაიცვალა – 22 პაციენტი.
stopocov.ge-ს მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად ასეთი მონაცემებია: დადასტურებული – 51 993 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული – 37 019 პაციენტი, გარდაცვლილი – 423.