ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისივე თქმით, რეკომენდაცია გაიცა იმ დათქმით, რომ საქართველო გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრება რაც “უკეთ უნდა აირეკლოს“ ხელისუფლებამ.
ამასთან, საქართველოში, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკიმ გამოსვლისას მან, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება, ქართველ ხალხს მიულოცა, რომელიც “მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას”
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი აგრძელებს მისი როლის შესრულებას საჭირო რეფორმებისთვის. ზურაბიშვილმა ასევე მიულოცა უკრაინას და მოლდოვას, ევროკავშირში გაწევრიანების რეკომენდაციების მიღებისთვის.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ეს გამარჯვება, აღიარება და ღირსეული გადაწყვეტილება, ეკუთვნის ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება წარმოადგენს.”
რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, ევროკომისიის განცხადებით, მზად არიან გახსნან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, – რაც კანდიდატის სტატუსის შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანებამდე მომდევნო ნაბიჯია.
ბრიუსელში პრესკონფერენციაზე, უსულა ფონ დერ ლაიენმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ანგარიში წარადგინეს.