“ევროპული არდადეგები” ილია ჭავჭავაძის მუზეუმში

June 29, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

რატომ არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი და როგორი ისტორიული კავშირები აქვს საქართველოს ევროპულ ცივილიზაციასთან და ფასეულობებთან? ამ საკითხზე ფილოლოგმა , ლევან გიგინეიშვილმა “ევროპული არდადეგების” პროექტის ფარგლებში ისაუბრა, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადასახლებული 300-ზე მეტი სტუდენტისთვის დაიწყო და სტარტი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმიდან აიღო.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ ძეგლებს მოინახულებენ და ამასთან მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ.

პროექტის სხვადასხვა ღონისძიებას აერთიანებს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია წინასწარ გავრცელდება და დაინტერესებულ პირებს მათზე რეგისტრაცია შეეძლებათ. გასულ წლებში მათ ეს შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

პროექტს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ერთობლივად უკვე მეორე წელია ახორციელებს. მისი მიზანია ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა.​

__________________________________________________

პროექტს, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.