ახალციხეში, “ევროპული საქართველოს” ოცამდე წარმომადგენელი პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” გადავიდა, – ინფორმაციას TOK TV-ს “ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ბიუროს ხემძღვანელი ადასტურებს.
ვაჟა ჩიტაშვილი ამბობს, რომ “ახალი წევრების გადმოსვლის მიზეზი არის ის,რომ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან.”
ჩვენ დეტალების გასარკვევად “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელს ახალციხეში, გელა დემეტრაძეს დავუკავშირდით. მან უარყო თანაგუნდელების სხვა პარტიაში გადასვლა.
“არ ვიცი საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია. არ გადასულა არავინ ჩვენგან. მე არ გიდასტურებთ ამ ინფორმაციას,” – გვითხრა დემეტრაძემ.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით “ევროპული საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს. მან დაპირების მიუხედავად კითხვებზე არ გვიპასუხა.