ადიგენის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს 48 ღონისძიების ჩატარება იგეგმება, მათ შორის: ელექტრონული მუსიკის ფესტივალის გამართვა – ამის შესახებ საუბარია ადიგენის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში.
მუნიციპალიტეტის წლის მთავარი დოკუმენტის პროექტის მიხედვით, “საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობის” მუხლში 345 000 ლარია გათვალისწინებული.
ამავე მუხლშია გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი სტუდენტების, წარმატებული და სტიპენდიანტი ახალგაზრდების, სტუდენტების და მოსწავლეების მხარდაჭერაც.
ბიუჯეტის პროექტის დოკუმენტის მიხედვით, 2026 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შესაძლოა 21 მილიონამდე ლარი განისაზღვროს.
ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტით