ემიგრანტები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ- “ქართული ოცნების” ინიციატივა

November 17, 2025

ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეეძლებათ,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნება“ ახალი „საარჩევნო კოდექსის“ მიღებას იწყებს, რომელიც სრულად გადამუშავდება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ცვლილება ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეეძლებათ.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დადგენილ ვალდებულებას ასახელებს, რომელიც ნების თავისუფალ გამოვლენას ითვალისწინებს. თუმცა, მან მთავარ არგუმენტად უცხოეთიდან ჩარევისა და ზეწოლის რისკები დაასახელა.

მისი თქმით, არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ არსებობს ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები, რადგან ისინი უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ჩარევის პრევენციას ვერ ახორციელებს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უკვე მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი და სომხეთი.