დღეს, 3 მარტს დედის დღე აღინიშნება
“შვილების და ოჯახის გარეშე ყოფნა ძნელია ყველა დედისთვის. როცა დატოვებ პატარა ბავშვებს და წახვალ,” – თამუნა გობაძე 3-ე წელია ემიგრაციაშია
“ნორმალური ანაზღაურება რომ იყოს საქართველოში, დასაქმება არ წავიდოდი”
ემიგრანტ დედებზე: საქსტატის მონაცემებით, საქართველო 2023 წელს 245 064-მა პირმა დატოვა, მათგან 107 750 ქალია. ეს მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.
საქართველოს ყოველწლიურად ათასობით ქალი ტოვებს, მათი უმრავლესობა საზღვარგარეთ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მიემგზავრება, შვილების და ოჯახის სარჩენად.
მათ შორისაა ადიგენის სოფელ ჩორჩანში მცხოვრები, თამარ გიორგაძე, რომელიც სამუშაოდ იტალიაში, 3 წლის წინ წავიდა.
“სადაც არ უნდა გაიარო ყველგან ქართველები არიან, ქართველი დედები”
დედის დღე საქართველოში 1991 წელს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.
“დედის დღეს” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. ოფიციალური ცნობებით, “დედის დღის” დაარსება ამერიკელ, ანა ჯარვისს უკავშირდება, რომელმაც XX საუკუნეში აქტიურად დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება, ხოლო პირველად, 1910 წელს აღნიშნეს.