აცრების და პანდემიასთან გამკლავების ისტორიული გამოცდილების შესახებ დღეს ახალციხეში გამოფენა გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ იყო ორგანიზებული.
შავი ჭირი” , “ყვავილი” – ამ დაავადებებს მსოფლიო მოსახლეობა წლების განმავლობაში ებრძოდა და მათი დამარცხება ვაქცინაციის მეშვეობით მოხერხდა. ეპიდემიოლოგების შეფასებით კორონავირუსის პანდემიას დამარცხების ერთ-ერთი საშუალებაც სწორედ ვაქციანციაა.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მოძრავი გამოფენა ახალციხემდე კიდევ 4 ქალაქში იყო და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.