ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღები ცნობილია. პირველი გამოცდა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 3 ივლისს ჩატარდება, ხოლო პროცესი 22 ივლისს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან.
10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.
მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.
ყველა გამოცდის განრიგი ნახეთ ბმულებზე: ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალური განრიგი
მასწავლებლის გამოცდების დეტალური განრიგი