ვალის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ერთი მესაზღვრე მაშინ დაჭრეს, როდესაც 5 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა, – ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას, მესაზღვრეების მიერ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პირმა ერთ-ერთ მესაზღვრეს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.
ამავე წყაროს ცნობით, პირები უკვე დაკავებულები არიან, ხოლო დაჭრილი მესაზღვრის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნტქით; 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 25-19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.