ერთი სკოლა და რეაბილიტაციის დაწყების სამი ვერსია – ახალციხის N2 საჯარო სკოლის ისტორია
ნახეთ სიუჟეტი
რეაბილიტაციის მოტივით, ახალციხის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებიდან წელიწადზე მეტი გავიდა, როგორც ჩანს, სხვადასხვა უწყებას საგანმანათლებლო შენობის რეაბილიტაციის დაწყების სხვადასხვა ვერსია აქვს, თუმცა კონკრეტულად როდის – არცერთს.
სკოლის რეაბილიტაციის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ვერ მივიღეთ ვერც განათლების სამინისტროსგან და ვერც სკოლის დირექტორისგან, ბელა დიასამიძისგან. 13 ივნისს, დირექტორს კითხვებით მივმართეთ, მაგრამ ისევე როგორც გასული წლის 18 ნოემბერს – არც ამჯერად დაგვიბრუნა პასუხები.
არსებული ინფორმაციით, სკოლას დაზიანებული აქვს საყრდენი კედელი დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საჭიროებს სრულ, კაპიტალურ რეაბილიტაციას.
გასული წლის 18 ნოემბერს მოსწავლეების მშობლებმა სკოლის რეაბილიტაციის დაჩქარების და სასწავლო პროცესის აღდგენის მოთხოვნით, საპროტესტო აქციაც გამართეს.
უკვე 15 თევა რაც სკოლაში სასწავლო პროცესი აღარ მიმდინარეობს, ხოლო მოსწავლეები ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში აგრძელებენ სწავლას.
ამავე თემაზე: უპასუხო კითხვა: როდის დაიწყება ახალციხეში მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია?