“ეროვნული კრების” წევრებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ

October 7, 2025

“ეროვნული კრების”, 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს: პაატა ბურჭულაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს, აღკვეთის ღონისძების სახით, პატიმრობა შეეფარდათ, – გადაწყვეტილება დღეს, მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა, რომელიც 2017-23 წლებში “ქართული ოცნებიდან”, საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და შემდეგ პირველი მოადგილე იყო. 

პროკურატურის მტკიცებით, ზემოხსენებული პირები, 4 ოქტომბერს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე დააკავეს.

როგორც სასამართლო სხდომაზე დაკავებულები ამბობენ, მათ წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. 

გავცრელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

რა მხოდა? –  4 ოქტომბერს, მუნიციპალური არჩევნების პარალელურად, მოძრაობა “რუსთაველის გამზირმა” დაგეგმა “სახალხო კრება”, რომლის მიზანსაც “მშვიდობიანი რევოლუცია”, “მშვიდობიანი დამხობა” წარმოადგენდა. ღონისძება ხალხმრავალი იყო, რომელსაც საქართველოს სხხვადასხვა რეგიონიდანაც შეუერთდნენ. 

მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, ნაწილმა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა და რამდენიმე ადამიანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.

შსს-მ 4 ოქტომბერს დააკავა ორგანიზატორები: მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

ამავე თემაზე: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და კიდევ სამ პირს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალი წარედგინათ – პროკურატურა