“ეს ნიშნავს გაძლიერებულ მონიტორინგს, თვითმონიტორინგს, სამოქალაქო სექტორის უფრო მეტად ჩართულობას და გაზრდილ ბიუჯეტს,” – გვეუბნება, ასოციაცია ევროპის დროით” ხელმძღვანელი, ეკა ქარდავა, საქართველოში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების რეკომენდაციაზე.
გუშინ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
ევროკომისიაში მიუთითებენ, რომ გადაწყვეტილებას იღებენ იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს, მათ შორის დეზინფორმაციის, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირთან თანხვედრის გაუმჯობესების, პოლიტიკური პოლარიზაციის, სამართლიანი არჩევნების ჩატარების, სასამართლო რეფორმების, საპარლამენტო ზედამხედველობის, დეოლიგარქიზაციის და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით.
ასევე, მიუთითებენ, რომ საჭიროა საქართველომ მოახერხოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
რას გულისხმობს კანდიდატის სტატუსი და როგორ შეიძლება აისახოს იგი საქართველოზე ? მოვუსმინოთ ეკა ქარდავას შეფასებას.
“სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ერთი სახელმწიფოს ჩაგდება გაფართოების ტალღაში, ეს თითქმის არ ახასიათებდა ევროკავშირს და ეს გაკეთდა დღეს საქართველოსთან მიმართებაში.”
“ევროკომისიამ ყოველთვის იცის სხვა ინსტიტუტების განწყობა. ასე რომ ევროკომისია ასე მარტივად არ გასცემს რეკომენდაციას თუ ის არ იქნება გათვალისწინებული.”