უკვე მეექვსე დღეა, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებულ მასშტაბურ საგანმანათლებლო რეფორმას, პროფესიული წრეები განიხილავენ. შეთავაზებულ ცვლილებებში, მათ შორის საუნივერსიტეტო და სასკოლო მიმართულებითაც, სპეციალისტები ბევრ ხარვეზზე მიუთითებენ.
ამის გამო, განათლების სამინისტროსთან გაიმართა, სტუდენტების და პროფესორ/მასწავლებლების საპროტესტო აქციაც ლოზუნგით: „ოცნების“ რუსული რეფორმით ქართული განათლება საფრთხეშია.”
ამავე რეფორმის ფარგლებში, კობახიძემ ისაუბრა, რომ შესაძლოა თსუ-ს კუთვნილი კორპუსების ნაწილი გასხვისდეს, რადგანაც მისივე თქმით, საინტერესო ადგილმდებარეობაზე არის განთავსებული. მანვე დააკონკრეტა, რომ გასხვისება არ ემუქრება პირველ და მეორე კორპუსებს, შესაბამისად საზოგადოების ნაწილმა ამოიკითხა ის, რომ შესაძლოა გასხვისებას დაექვემდებაროს მესამე, მეოთხე და სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა კორპუსები.
რაც შეეხება რეფორმის, შინაარსობრივ ნაწილს – ამასთან დაკავშირებით, ჩვენმა რედაქციამ, სიღრმისეული ანალიზი, განათლების საკითხების მკვლევარ, შალვა ტაბატაძესთან უკვე შემოგთავაზათ.
სწავლა მოსწავლეთა და სტუდენტთა – ანუ კობახიძის ახალი რეფორმის არსი
ასევე გთავაზობთ რეფორმის საგანმანათლებლო კომპონენტის შეფასებას ამერიკათმცოდნეობისდოქტორის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკა ბერაიასგან.
“ეს ხაზს უსვამს ევროპული სტანდარტების დაშორებას და საქართველოს იზოლაციას ევროპული საგანმანათლებლო სისტემისა და სივრცისგან,” – გვეუბნება, ეკა ბერაია.