ავტორი: ფუტკარაია მირანდა
30 მარტი ექიმების საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. ექიმთა მსოფლიო დღის აღნიშვნის ინიციატორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საერთაშორისო სამედიცინო, ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“, რომელიც უზრუნველყოფს შეიარაღებული კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას.
ექიმების მსოფლიო დღეს აღნიშნავენ საქართველოს რეგიონებშიც. პროფესიულ თარიღს სამუშაო რეჟიმში ხვდებიან წალკის მუნიციპალიტეტის მედიკოსები. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის წალკის სამედიცინო დაწესებულების პედიატრი, „112“-ისა და სოფლების-სამება, განთიადი, საყდრიონი სოფლის ექიმი მაია ჯიჯავაძე აღნიშნავს, რომ მისთვის სამედიცინო სფერო უმნიშვნელოვანესია. ის კოლეგებს დღევანდელ დღეს ულოცავს და წალკის მოსახელობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების აუცილებლობაზე საუბრობს.