ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა დღეს მმართველ პარტიას და ოპოზიციას შეხვდება.
როგორია მმართველი პარტიის წარმომადგენლის, სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის მოლოდინი მოლაპრაკებების შედეგებთან დაკავშირებით? ამ კითხვით ჩვენ ანტონ ობოლაშვილს მივმართეთ. იგი გვეუბნება, რომ “ვადამდელი არჩევნები არ უნდა დაინიშნოს, რადგან პროცესი აღიარებულად არის აღიარებული ეუთოს მიერ.”
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დასახელებულ პოლიტ. პატიმრების გათავისუფლების საკითხს, ანტონ ობოლაშვილი თვლის, რომ ქვეყანაში პოლიტ პატიმრები არ არიან.
“ვადამდელი არჩევნები არ უნდა დაინიშნოს, რადგან იგი აღიარებულია ეუთოს და სხვა ორგანიზაციების მიერ. არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ყველა უფლების სრული დაცვით. ასევე, ჩვენ არ გვყავს პოლიტ პატიმრები. რაც შეეხება დანიელსონის დაბრუნებას, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანია,” – გვითხრა ობოლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი პირველად საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა, თუმცა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტა.