ვალეში დაზიანებული სარწყავი არხის აღდგენა იგეგემება

September 18, 2019

ვალეში დაზიანებული სარწყავი არხის აღსადგენად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტის მომზადება დაიწყო. პროექტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ადვოკატირების შედეგად განხორციელდება.

ვალეში სარწყავი წყალი 4 წლის წინ დაზიანდა. ამ დრომდე დაზიანებული არხის აღდგენის მიზნით, ვალეში მცხოვრებმა 20-მა ოჯახმა აგვისტოს თვეში ადვოკატირების კამპანიის თხოვნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ახალციხის ოფისს მიმართა. ორგანიზაციამ კი საველე სამუშაოებისა და მოქალაქეებთან გასაუბრების შემდეგ  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას პრობლემის სრული არსის შესახებ წერილობით აცნობა.

სამუშაოების დაწყება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.  პროექტის გეგმაზომიერად განხორციელების შემდეგ, შესაძლებელი გახდება  6 ჰექტრამდე ფართობის მორწყვა.

ინფორმაციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ახალციხის ოფისი ავრცელებს.

 

ავტორი:

მიხეილ დარბაიძე

Leave a Reply