ვანდალური ფაქტები ახალციხეში – #ახალციხის_მერია

October 13, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალურ ქსელში დაზიანებული ნაგვის ურნების, საბავშვო ატრაქციონების და სკამების დაზიანებულ ფოტოებს აქვეყნებს და ამბობს, რომ ქალაქში “განმეორებითი ვანდალიზმის” ფაქტები გამოვლინდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალციხის ცენტრალურ პარკში, სკამები ა ნაგვის ურნები დააზიანეს. ასევე, დაზიანებულია რუსთაველის 124-ში მდებარე საბავშვო ატრაქციონიც.

„სამწუხაროდ ხშირია ქალაქის მასშტაბით რეკრეაციულ ზონებში ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევები. მრავალი გაფრთხილებისა თუ თხოვნის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილს კვლავ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს საერთო სარგებლობის ინვენტარის მიმართ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ერთად ვიზრუნოთ და მოვუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, სკვერებში ვანდალური ფაქტების გამოვლენისთვის და პრევენციისთვის, ვიდეო კამერები დაამონტაჟა, მათ შორის ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარედ, რომლისთვისაც 650 000 ლარი დაიხარჯა.

ახალციხეში სამეთვალყურეო ვიდეო კამერების მონტაჟი “ნაციონალური მოძრაობის” ( 50 000 ლარი 2012 წ.) შემწირველმა კომპანიამ “შპს დელტა კონსალტინგმა” განახორციელა.

რამდენად ხდება ფაქტების ვიდეო კამერებში ასახვა და დაეკისრათ თუ არა სანქციები პირებს? – ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დამონტაჟებულ კამერებს ვანდალური ფაქტები არ დაუფიქსირებიათ.