“გადაეცი, რომ ბადრია საქართველოდან, რომელიც შენ მხარდასაჭერად არის ჩამოსული-მეთქი. არ ვიცი რამდენად გადასცა, მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი, რომ ესეც გადავეცი.” ბადრი მანჯავიძე ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ჩავიდა. ცხინვალში მისი მასპინძელი გიორგი ბესტაუთი იყო. ოსი და ქართველი მწერალი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ ოსურ ენაზე თარგმნა.