ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 27 სოფელს სასმელ წყლით არალიცენზირებული პირი ამარაგებს, სასმელი წყალი არ იწმინდება, არ იქლორება და ხარისხი არ მოწმდება, – ამის შესახებ საუბარია “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის” დასკვნაში.
დასკვნა 2 თებერვალს გამოქვეყნდა და 2021-2022 წლის პერიოდს მოიცავს. აუდიტის დასკვნის თანახმად, სასმელი წყალი გამართულად არ მიეწოდება 27 სოფელში მცხოვრებ, 3 427 ოჯახს, ხოლო გრაფიკით – 1 695 ოჯახს.
“ სათავე ნაგებობა, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერაა მოწყობილი, არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებითა და დაქლორვის საშუალებებით. წყლის ვარგისიანობის დასადგენად კი არ ხდება წყლის სისტემატიური ლაბორატორიული შემოწმება.” – ვკითხულობთ “აუდიტის” დასკვნაში.
ამავე დასკვნის მიხედვით, 2021-22 წლებში ნინოწმინდის ბიუჯეტიდან 319 000 ლარი დახარჯეს სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლუატაციისთვის.