სპორტი და სპორტული ღონისძიებები ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, რომელიც პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა. გადაიდო ათობით ღონისძიება და პერიოდულად იკრძალებოდა ვარჯიშები და ასპარეზობები.
რა გამოწვევების წინაშე დადგა პანდემიის დროს ახალციხის მძლეოსანთა კლუბი და რა შეცვალა ვაქცინაციამ? გუნდის წევრებმა ახლახანს ეროვნულ ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა და 9 მედალით და გუნდურ ჩათვლაში II ადგილით დაბრუნდნენ შინ.
ჩვენს სტუმართან ერთად სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ.