საქართველოში ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი შემცირებულია, ამასთან ყოველდღურად ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევები იმატებს. ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიზნით, დღეს სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამ მიზეზით ჯავახეთში რამდენიმე სოფელს და დაბა ასპინძას ესტუმრა და მოსახლეობას ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და რამდენიმე ადამიანი , მათ შორის სამედიცინო პერსონალი მისი თანდასწრებით აიცრა.
მარათონის ფარგლებში ამირან გამყრელიძე ხვალ ადიგენის სოფელ უდეს, ახალციხის სოფელ ურაველს და ბაკურიანს ეწვევა.