ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია რუსთავში – შეხვედრა რუსთავში 60+ კლუბის წევრებთან

November 22, 2021

®

60+ კლუბის წევრებმა სპეციალისტებთან ერთად რუსთავში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  მათ ინფორმაცია ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა მიაწოდა. შეხვედრაზე აქცენტები, კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაკეთდა. „60+ კლუბები“გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთი ბანკი 2020 წლიდან არის რუსთავის 60+ კლუბის აქტიური მხარდამჭერი.