ახალქალაქში კორონავირუსის საწინაამღმდეგო ვაქცინაცია ვერ იწყება. უკვე მეორე კვირაა აცრის მსურველთა რიცხვი 5-ს ვერ ასცდა. ინფორმაციას ახალქალაქის კლინიკის დირექტორი, ალექსანდრ თოროიანი გვაწვდის.
კლინიკაში “Astrazeneca”-ს (შემდგომში „ვაქსზევრიად» წოდებული)ვაქცინა 17 მარტს შევიდა.
რაც შეეხება ახალციხეს, კლინიკა “იმედში” არც დირექტორს და არც კლინიკურ მენეჯერს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა ვინმე აცრის მსურველი.
სამცხე-ჯავახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია შეჩერდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი აღჭურვილობის არ ქონის გამო.
შეჩერებული ვაქცინაციის ფონზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კორონავირუსისგან, ოფიციალური ინფორმაციით კიდევ ერთი პირი, 77 წლის ქალი გარდაიცვალა – ეს უკვე 49-ე შემთხვევაა , როცა COVID-19 -მა ინფიცირებული იმსხვერპლა. – ინფორმაციას გვიდასტურებენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
იმავე წყაროს ინფორმაციით რეგიონში სულ ინფცირებულია 4 751 პირი.