ჟურნალისტ ვახო სანაიას 6 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს – მას 30-ზე მეტი მედიასაშუალება სოლიდარობას უცხადებს
რა მოხდა?
ჟურნალისტი ვახო სანაია 19 სექტემბერს დააკავეს და გამოძიება გზის გადაკეტვას ედავება.
იმავე დღესვე, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, ჟურნალისტს 6 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სანაიას დაკავებას გამოეხმაურა “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”. უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვახო სანაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ბოლო ორი წელია, დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების რეპრესიების სამიზნეა. მზია ამაღლობელის პატიმრობა, მუქარა, ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა და რეპრესიული კანონები — ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიაზე ზეწოლის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ამავდროულად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა“, – ამ განცხადებით გამოეხმაურა სანაიას დაკავებას 30-ზე მეტი მედიაორგანიზაცია და ჟურნალისტს სოლიდარობა გამოუცხადა.
ეს მედია ორგანიზაციებია არინ:
- “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”/”მედიაჩეკერი”
- მედიასახლი “გურია NEWS-ი”
- “აპრილი მედია”
- “ინდიგო”
- “ბათუმელები”/”ნეტგაზეთი”
- “რადიო WW”
- “აჭარა თაიმსი”
- მედიაჰოლდინგი “ქრონიკა+”
- რადიო “მარნეული”
- “სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდი”|TOK
- “ქართლის ამბები”
- “ჩემი ხარაგაული”
- ტვ “კავკასია”
- “ტაბულა”
- “ტვ პირველი”
- Artarea
- “რადიო ქალაქი”
- On.ge
- სტუდია “მონიტორი”
- “ინფო იმერეთი”
- BMG (Business Media Georgia)
- ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი”
- “ფორმულა”
- “სამხრეთის კარიბჭე”
- “ქუთაისიპოსტი”
- “ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი”
- “პროექტი 64”
- “პუბლიკა”
- Chai Khana
- “მაუწყებელი”
- “აი, ფაქტი”
- “გურიის მოამბე”
- “აქცენტი”
- OC Media
“ქართულმა ოცნებამ” მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:
- აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
- ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
- გზის გადაკეტვისთვის.