ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
”ვერავინ და ვერაფერი ვერ გაანადგურებს ჩვენს ერთობას,” – ეს განცხადება ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მოსკოვში მსახურებაზე გააკეთა, – ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მღვდელი ნიკოლაი ბალაშოვი Facebook-ზე ავრცელებს.
” ძველი რუსული ხელოვნების ანდრეი რუბლევის სახელობის მუზეუმის დამფუძნებლის დავით ილიჩ არსენიშვილის ყოველწლიური პანაშვიდი.
მიტროპოლიტი დიონისე, პატრიარქის პირველი მოადგილე მოსკოვში და საპატრიარქოს საქმეთა მმართველი და ახალქალაქის, კუმურდოს და ყარსის მიტროპოლიტი ნიკოლოზი. ჩვენ ვგალობდით და ვლოცულობდით სლავურად და ქართულად,” – აღნიშნულია პოსტში.
როდის და რასთან დაკავშირებით იმყოფებოდა მიტროპოლიტი მოსკოვში? ამ კითხვაზე პასუხს რედაქცია საპატრიარქოდან ამ დრომდე ელოდება და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მიტროპოლიტი ნიკოლოზი რამდენიმე დღის წინ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელება კი ლექსით და რესპუბლიკური საავადმყოფოს კურთხევით აღნიშნა. «აღარ მაშინებს ვირუსი: pcr მაქვს მინუსი:) »