“ვერ დავაფინანსებთ, მაგრამ მეთოდოლოგიურად დავეხმარებით აღდგენაში” – კულტ. სააგენტო დამწვარ ტაძარზე

March 31, 2021

ახალციხეში, სოფელ ღრელის მიმდებარედ ბაზილიკის ტიპის ტაძარი, რომლის სახურავიც დაიწვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს. შესაბამისად, ძეგლთა დაცვის სააგენტოში გვეუბნებიან, რომ მის აღდგენას ვერ დააფინანსებენ, თუმცა მეთოდოლოგიურად დაეხმარებიან მათ, ვინც ტაძრის აღდგენას გადაწყვეტს.

“ჩვენმა ჯგუფმა შეისწავლა ტაძარი, იგი არ არის კულტურული მემკვიდრეობის სიაში, შესაბამისად მას ჩვენ ვერ აღვადგენთ. თუმცა მათ, ვინც ტაძრის სახურავის განახლებას გადაწყვეტს მეთოდოლოგიურად დავეხმარებით,” – გვითხრეს სააგენტოში.

რა პოზიცია აქვთ დაზიანებულ ტაძართან დაკავშირებით ახალციხის მერიაში ? უწყებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებენ.

“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებს მუნიციპალიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებას,” – გვპასუხობენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ეკლესიაში ხანძარი 29 მარტს გაჩნდა. დამწვარია სახურავი და ხატები. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

ტაძრის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187–ე მუხლითაა დაწყებული, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

Toktv.ge