ვინ იმღერებს და რამდენს გადაუხდის ახალციხის მერია საახალწლოდ:

December 17, 2024

ვინ იმღერებს და რამდენს გადაუხდის ახალციხის მერია საახალწლოდ:

20 დეკემბერი – ნუცა ბუზალაძე – 18 000
20 დეკემბერი – მირზა მოდებაძე – 8 000
21 დეკემბერი – ზუკა ხუციშვილი – 10 000
29 დეკემბერი – ნიკოლშოუ – 5 000

ჯამში, მომღერლებისთვის 41 000 ლარია გათვალისწინებული,- ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ნუცა ბუზალაძეს 14 დეკემბერს, ნიუ იორკში კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა როგორც მან დაწერა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო,  “რთულია გამონახო ძალა სცენაზე მაყურებლის წინაშე წარსადგენად. მე აღარ მივიღებ მონაწილეობას,” – წერს ბუზალაძე. 

ახალციხეში, ღონისძიება, სადაც ბუზალაძე იმღერებს 20 დეკემბერს არის დაგეგმილი. ამავე დღეს აანთებენ ნაძვის ხესაც.