“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობასთან ერთად, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარეც იქნება, – ამის შესახებ დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
ყრილობა, რომელზეც პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე და წევრები აირჩიეს 20 წუთი გაგრძელდა.
პოლიტ საბჭოს წევრებად არჩეული 15 პირიდან 10 – მეგობარი აქტის ფარგლებში სავარაუდოდ სასანქციო სიაშია. სია, ჯო უილსონმა გუშინ გამოაქვეყნა.
აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო. 433 კონგრესმენიდან 349-მ “მეგობარი აქტის” მიღებას მხარი, თბილისის დროით, 6 მაისს, ღამის სამი საათისთვის დაუჭირა. „მეგობარი აქტი“ არის საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის.
ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ასეთია:
1. ბიძინაივანიშვილი
2. ირაკლი კობახიძე
3. კახა კალაძე
4. შალვა პაპუაშვილი
5. მამუკა მდინარაძე
6. გიორგი ვოლსკი
7. თეა წულუკიანი
8. ვახტანგ გომელაური
9. ირაკლი ჩიქოვანი
10. მაკა ბოჭორიშვილი
11. ნიკოლოზ სამხარაძე
12. მარიამ ქვრივიშვილი
13. დიმიტრი სამხარაძე
14. სულხან თამაზაშვილი
15. ნინო წილოსანი
ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან შესაძლო სანქციები ემუქრებათ: ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, შალვა პაპუაშვილს, მამუკა მდინარაძეს, თეა წულუკიანს, ვახტანგ გომელაურს, მაკა ბოჭორიშვილს, დიმიტრი სამხარაძეს, სულხან თამაზაშვილსა და ნინო წილოსანს.