“ვინ, სად, რა აკურთხა არ გვითანხმებენ” – საპატრიარქო “ალტ-ინფოს” პარტიის ოფისის კურთხევაზე

March 24, 2022


ბორჯომში “ალტ-ინფოს” ოფისი აკურთხეს. ამის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში საკუთრივ პარტიის წევრებმა გაავრცელეს.  „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მოძღვრებმა აკურთხეს. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და შესაბამისად კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან მათ “ასე დაწვრილებით ვინ, სად, რა აკურთხა არ უთანხმებენ.”

აქვე გეტყვით, რომ პარტიამ ბორჯომში ოფისი ორი თვის წინ გახსნა. მათი ოფისი გაიხსნა ადიგენში, ახალციხეში, ნინოწმინდასა და ახალქალაქშიც.  შეგახსენებთ, რომ «ალტ-ინფო» დაკავშირებულია 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტებთან, მაუწყებლის წამყვანი პირები სიძულვილის ენის გავრცელებით აქტივისტებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

არაერთი ფაქტჩეკერი ორგანიზაციის მიერ მიჩნეულია როგორც რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია.