ვისთვის ყიდულობს ნინოწმინდის მერია საყოფაცხოვრებო ნივთებს

February 26, 2025

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

ყავის სერვისი, საათი, სურათი, ბლენდერი, მიქსერი … – ვისთვის ყიდულობს ნინოწმინდის მერია საყოფაცხოვრებო ნივთებს

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

ყავის სერვისები, მიქსერები, ბლენდერები, სურათები, დანა ჩანგლის ნაკრებები – ნინოწმინდის მერია, წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილე ქალებისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას ყიდულობს. მათ შორის საჩუქრები გათვალისწინებულია 3 და 8 მარტის ღონისძიებებისთვისაც, – ამის შესახებ ინფორმაცია, მერმა ანივარდ მოსოიანმა მოგვაწოდა. 

ნინოწმინდის მერიამ, გამარტივებული ხელშეკრულება, 20 300 ლარზე, ნინა ღარსლიანთან 27 იანვარს გააფორმა. ხელშეკრულებაში დანიშნულება

მითითებული არ არის, აქ მხოლოდ ის არის მითითებული, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა “გენდერული თანასწორობის და ტურიზმის განყოფილების, განათლებისა, კულტურის და ძეგლთა დაცვის” განყოფილების ღონისძიებისთვის იყიდეს. 

ხელშეკრულების მიხედვით, 20 000-ზე მეტ ლარად მერია, 8 სხვადასხვა სახის, 345 ნივთს ყიდულობს. 

კერძოდ:

  • 40 ცალ, 47 ლარიან სურათს;
  • 82 ყავის სერვისს, ჯამში 4 100 ლარის ღირებულების;
  • 30 ცალ, 73 ლარიან მიქსერს;
  • 40 ცალ, ბლენდერს ჯამში 3 200 ლარისღირებულების;
  • 55 ლარიან, 40 ცალ საათს;
  • 35 ცალ,  70 ლარიან დანა-ჩანგლის ნაკრებს;
  • 63 ცალ, ჩაის ელექტრო სახარშს, ჯამში 3 591 ლარის ღირებულების;
  • 100 ლარიან, 15 აეროგრილს.